Saturday, May 8, 2010

ყვავილების ქვეყანა


1.  პროექტის სახელი: ყვავილების ქვეყანა

2.  პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა მიერ ყვავილების მოძიება, მათი თავისებურებების აღწერა.
3.  პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოში არსებულ  გამწვანების  ადგილებს, მოაწყობენ ექსკურსიას, აღწერენ იმ ადგილს, გაეცნობიან იქ გაშენებულ მცენარეებს, შეისწავლიან თითოეული ჯიშის თავისებურებებს, მოიძიებენ ინტერნეტსა და წიგნებში შესაბამის მასალებს ყვავილების შესახებ, დარგავენ, გაამრავლებენ და ხელს შეუწყობენ მათ ზრდა-განვითარებას. ყველაფერს ასახავენ ფოტოზე. შეგროვილი ფოტო მასალით გააკეთებენ ალბომს. შექმნიან ნახატებს და თავიანთ ნამუშევრებს განათავსებენ ვებ-გვერდზე. მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას სკოლაში. 
4.  მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-10 წელი/მე-3 მე-5 კლასები.
5.  ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.  პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება, პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა, ფოტო მასალის შეგროვება, ნახატების გამოფენა, ყვავილების შერჩევა და დარგვა საკლასო ოთახებში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ენციკლოპედიური ხასიათის  ალბომი, ვებ-გვერდი. ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, დაკვირვების, კვლევისა და შრომის უნარ-ჩვევა. გაკეთდება კედლის გაზეთი, გაალამაზებენ სკოლისა და საკუთარი სახლის ოთახებსა და ეზოებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას. მათ მიერ შექმნილი მშვენიერი გარემო ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს და ხალისიან განწყობილებას შეუქმნის ყველას. გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ამა თუ იმ ყვავილის  შესახებ და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ყვავილების ულამაზეს და უმდიდრეს სამყაროს. 
9.   სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ქართული - შექმნიან  ჩანახატებს.                  
ბუნება- განსაზღვრავენ ყვავილთა თავისებურებებს.
ხელოვნება- შექმნიან ალბომს, დახატავენ.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
                                                 ლალი ჯღარკავა
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
lalij777@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ყვავილების ქვეყანა
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
http://lalijgharkava.blogspot.com